მიშიკო სულაკაური

მიშიკო სულაკაური (დაბ. 1996, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. მას აქვს ინტერდისციპლინარული წარსული და იყენებს სახელოვნებო პრაქტიკების ფართო სპექტრს. როგორც თბილისში დაფუძნებული სოციალურად მოტივირებული არტისტი, მისი შემოქმედება იმ ადგილობრივ ურბანულ პრობლემებს ეხება, რომლებიც მის საყვარელ ქალაქზე ახდენს გავლენას; რომელთა შორის გვხვდება: დაურეგულირებელი ჯენტრიფიკაცია, მიტოვებული სივრცეები და მათი მფლობელები, და მუნიციპალიტეტის გულგრილობა გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე. თბილისი სავსეა მიშიკოს ვიზუალური ნიშან-სიმბოლოებით. ისინი კედლის ზედაპირებზე კონცეფციებსა და მნიშვნელობებს იძენენ, რაც თავად შენობას სიმბოლურ ნიშანსვეტად აქცევს.

მიშიკო სულაკაურის ნამუშევრები