ბერლინის კლუბი

2005 წლის იანვარი, თბილისი

ვიდეო: ანა რიაბოშენკო

მუსიკა: დიმა დადიანი და დათო მარგიანი

ფიზიკურ სხეულს გააჩნია სქესი. თუ ხარ ქალი, მაშინ არ ხარ კაცი. თუ რამე თეთრია, მაშინ ის შავი არ არის. თუ ეს მორალურია, მაშინ ამის საპირისპირო ამორალურიააზროვნების ეს დუალისტური გზა ჩვენი სხეულის ბინარულ წესებს განსაზღვრავს და მესამე შესაძლებლობისთვის სივრცეს არ ტოვებს.

როცა ახლიდან აღმოვაჩინე საქართველო, შევამჩნიე, რომ ადამიანების ქცევა ორ კატეგორიად იყოფოდა: თუ ხარ ქალი უნდა მოიქცე ..., როგორც კაცი უნდა იყო …, მე კი ჩემი სხეულის იმ ნაწილს ვუკვირდებოდი, რომელსაც სქესი არ გააჩნია და ვგრძნობდი, რომ ჩემი ამ ნაწილისთვისარა კაცი, არა ქალი, არამედ უბრალო ადამიანისაზოგადოებაში ადგილი არ არსებობდაეს ნაწილი დაბმული და შებოჭილი იყო და თავის გამოხატვა არ შეეძლო.