ცეკვის ვიდეო

2005 წელს თბილისის მეტროში გადაღების უფლება მოვიპოვე. იმ დროს არ არსებობდა სარეკლამო ბანერები, არც ვიდეოეკრანები, რომლებზეც ჯარის პროპაგანდად განზრახული ქართული ხალხური ცეკვა გადიოდა.

მინდოდა მოგონებებისთვის ეს გარდამავალი მომენტი დამეფიქსირებინა. ეტრო, როგორც პატარა, მიწისქვეშა ქალაქი, ჩამონგრეული საბჭოთა მონუმენტური არქიტექტურით, მოწყენილსახეებიანი და შავად შემოსილი ადამიანებით. გულში მწვდებოდა იდეა, რომ იყო დრო, როცა ადამიანებს სჯეროდათ, ისინითავიანთი შვილებისთვის დიდებულ მომავალს აშენებდნენ,” თუმცა მათმასაყვარლებმა,” როგორც ძველი ტანგოს სიმღერებშია, მათ უღალატეს. ირონია. ნოსტალგია. მიუღწეველი სიყვარული, რომელიც ქრება.