ილიკო ზაუტაშვილის ინსტალაცია, “დრო ქრება დროში” შედგება ბალიშებისგან, რომლებზეც კალენდრებია დაბეჭდილი და იატაკზეა განლაგებული, ზედ კი ბრტყელი ტელეეკრანები აწყვია.

ეკრანი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მდინარე წყლების ნაკადებს აჩვენებს. ამ სივრცეს სიმშვიდის განცდა გააჩნია თავისი ბალიშებითა და გამდინარე წყლებით. თუმცა, ინსტალაცია მაინც მოგაგონებს სიზმრისეულ სივრცეს იმიტომ, რომ მას უმოწყალო დროის დინება და სვლა ძირს უთხრის. ნაჩვენებია ურთიერთსაპირისპიროდ მდინარე წყლების ნაკადის გამოსახულებები - თითქოს წარსულსა და მომავალში მიმოედინება, ხანდახან ჩნდება ფიგურა, რომელიც სივრცეებს შორის, ხიდზე დგას. 

აწმყო, რომელიც სიმბოლურობით მიემართება ამ წონასწორობის რღვევას, ხდება დროის შუა გამოკიდებული და გაშეშებული წერტილი, რაც აჩენს სულის მოთქმის კომფორტულ მომენტს, თუმცა მისი განგრძობითობის შესაძლებლობებს განსაზღვრავს ის, რაც მანამდე იყო და რაც შემდეგ იქნება - წარსული და შესაბამისად განუმეორებელი, მომავალი და შეუცნობელი. ამ საკითხის ახირებულობა ანადგურებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ადამიანმა შეიძლება ორივეს, წარსულსა და მომავლს  მიანიჭოს. არცერთი არ იძლევა სიზუსტის გარანტიას. შედეგად კი, იქმნება ერთგვარი შეყენებული თავისუფლება, აწმყოს თავისუფლება - უძრავი წერტილი, რომელიც ადგილსა და დროს შორს ლივლივებს და ამიტომ, არაფერს ეკუთვნის, თავის თავსაც კი. თუმცა, რაც არის განსაზღვრული, ესაა სივრცე; სივრცე, რომელსაც მოითხოვს ხელოვნება, რომ არსებობდეს; სივრცე, რომელშიც ადამიანი პოულობს ადგილს რამე იღონოს ულმობელი აწმყოს წინააღმდეგ.

ჩარლზ მერევეთერის ტექსტი კატალოგისთვის - “მოცემული განსხვავებები,” “პიერ 92,” ნიუ-იორკი, 2008